Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 26 » ყვავილი ჩიტი - რატი ამაღლობელი
12:25 PM
ყვავილი ჩიტი - რატი ამაღლობელი

ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება,
და ისევ ამოდის.
შვიდი წლის ვიყავი
საშინაო წერას რომ ვწერდი
თან ფანჯარაში ვუყურებდი ჩიტებს
და ამინდის ცვალებადობას.
ვთვლიდი ჩიტებს, რვეულში წერტილებს
მე ვსვამდი ყოველ გადათვლილ ჩიტზე
ვითვლიდი თითზე
და ვღებულობდი ჩემთვის ახალ ციფრებს
თითებზე.
დღეს ამ ჩიტების შვილიშვილებს ვხედავ იმავე ფანჯარაში
და კვლავ იგივე წყობით ფრინავენ
ჩიტები ადრე თითებზე რომ დავაბინადრე.
ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება,
და ისევ ამოდის.
ორ დილას შუა ღამე წვება-ყვავილი ჭკნება.
ორ სიკვდილს შორის სიცოცხლეა
და თოვლი დნება
ყვავილი ყვავის.
შეღამდებოდა
და დაორთქლილ მინაზე თითით
მე ჩემს საკუთარ სახელს ვწერდი
ნაწერის იქით
მოჩანდა დიდი
ვარსკვლავები,
რომელთაც ვთვლიდი იმავე თითით
ღამის ყვავილებს, დილით რომ ქრება.
ახლა ვდგავარ და ფანჯრის რაფაზე
ქვის ყვავილებს ვრწყავ
ოცდაექვსი წელიწადია
რომელიც ამოდის, მერე ჭკნება
და ისევ ამოდის.
ყვავილი - ჩიტი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1047 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.