Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » ფარული ვედრება
4:08 PM
ფარული ვედრება
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან 
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს. 
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა, 
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს. 

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, 
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. 
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, 
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით. 

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება, 
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. 
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, 
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან. 

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება, 
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი. 
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება, 
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი. 

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს, 
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია. 
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს, 
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.