Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ორი პოეტი...ორი სამყარო
5:55 PM
ორი პოეტი...ორი სამყარო




...ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ხოლმე ლიტერატურულ ჟურნალ,,ჩვენი მწერლობის''
ახალი ნომრის გამოსვლას...თვეში ორჯერ გამოდის,მაგრამ ერთი ნომრისგან მიღებული შთაბეჭდილება შეიძლება მთელი წელი გაგყვეს...თანამედროვე ქართული თუ უცხოური ლიტერატურული ცხოვრების ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს ეს ჟურნალი...ალბათ მისი მთავარი ღირსება ამ ,,ცხოვრების''კრიტიკული ანალიზი და დაკვირვებაა და მუდმივი თვალყურის დევნება მისი თითოეული დეტალის...ბოლო ნომერში მეტად მომხიბლა ორი პოეტის-ლია სტურუასა და ნინო დარბაისელის პოეზიამ...ნინო დარბაისელის პოეზია ყოფიერებაში გაფანტული ერთი შეხედვით უბრალო ფაქტს პოეტურ საბურველში ახვევს და თავისი უბრალოებით გულს გითბობს...ლია სტურუა პოეზია ყოფნასა და არყოფნას შორის არსებობს..სიცოცხლესა და სიკვდილს შორის...ირიალური და რეალური სამყარო ერთმანეთში იკვანძება და თითქოს ერთდება...ალბათ ეს არის ინტელექტუალური პოეზია,რომელსაც ერთი წაკითხვით ვერ გაიგებ...მეც რამდენჯერმე წავიკითხე...არამარტო ლია სტურუას,არამედ ნინო დარბაისელის პოეზია...ორივემ ჰპოვა ჩემს გულში ადგილი...ახლა ორი ლექსი მინდა დავდო...თან ასეთი კითხვა: რომელია ლია სტურუას ლექსი და რომელი ნინო დარბაისელის?

მაღალი სახლი

ზამთარი მოდის,
ჩონჩხი გამომიჩნდა,
მრავალსართულიანი ხერხემალი
მთელ ოჯახებს ჩეკავს,
ნეკნები მტკივა,ანუ საძირკველი
ჯერ მიწა ხომ არ ვარ!
გზადაგზა,გადასახადივით,
ვკრეფ ურთიერთობებს,
გარედან ვინც მეხება,
ისინიც არ დავაფრთხო,
თორემ სახლში,გატკბილებული
რომ იყო ზამთარში,
ვიღას ვეტყვი,როგორ შემცივდა.

შუაღამური
მკითხე:ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე:რა ვქნა,გავაცილე სტუმარი ღამის.
მკითხე:მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე:ახლო.
მკითხე:არ გინდა მიგაცილო?
მივუგე:კარგი!
მკითხა:სახელი რა გქვიაო.
მივუგე:ანა
მკითხე:როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე:ცოტა,როცა ჩრდილმა გაიხმიანა.
მკითხე:არ გცივა?მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე:გმადლობ.რა თბილია!როგორ მეამა!
მკითხე:თუ გჯერა,ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე:მგონი,ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.
მკითხე:ეს არის შენი კარი?
მივუგე:დიახ!
მკითხე:გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე:არა!
მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადაიარა.
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1028 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.