ორი არსება - 27 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 2:04 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » ორი არსება
7:10 PM
ორი არსება
არსებობს ქვეყნად
მრავალი რჯული,
მილიარდობით
ადამიანი:
დინჯი, თამამი
და დაჩაგრული,
უსამართლო და
სამართლიანი.

მაგრამ ამჯერად
ორი სხეული,
ორ ადამიანს
აღვწერ უფალო,
ერთი თვლის, რომ არს
გამორჩეული,
მეორე ამბობს:
"მე ვარ უბრალო!”

I
არის ეული,
გულდასერილი,
ბოღმით აღსავსე,
სულით სნეული,
ყოვლის მოძულე,
კარჩაკეტილი
და ამბობს: "მე ვარ
გამორჩეული.”

II
არის კეთილი,
არა დევნილი,
სილაღით სავსე,
არა უნაკლო,
სასიამოვნო,
ხან განდეგილი
და ამბობს: "ხალხო
მე ვარ უბრალო.”

ასეა ზოგი 
იმას გასძახის,
რაც ის არასდროს
არა ყოფილა,
ის კი ცოტაა,
სიტყვა მართალით
ბრბოს, რომ დროზევე
გამოყოფილა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 179 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0