Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 8 » ოპს ! თურმე შემიყვარდა 1
12:46 PM
ოპს ! თურმე შემიყვარდა 1

ოდესმე გყოლიათ მეგობარი რომელიც ოჯახის წევრისგან არ გამოგირჩევიათ? გყოლიათ მეგობარი რომელიც დაბადებიდან შენთან არის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით? გყოლიათ მეგობარი რომლის გამო ღამის 4 საათზე აივანზე გასულხართ ზამთარში, ყინვაში რომ დაგემშვიდებინათ? ადამიანი რომელსაც ძმას ეძახდით და მერე მიხვედრილხართ რომ თურმე შეგყვარებია? თუ არა მაშინ ეცადეთ გამიგოთ...
22 ივლისს დედა და მანანა დეიდა ერთად წაიყვანეს სამშობიაროში... ერთად შეიყვანეს ბლოკებში... და ერთად ახარეს გარეთ მომლოდინე კაცებს რომ უკვე მამები გახდნენ.. უბრალოდ ნებიერიძეების ოჯახში ვაჟი დაიბადა...ანდრია ნებიერიძე... ხოლო შერვაშიძეებთან მე... თქვენი მონა მორჩილი ვანესა (ნესი) შერვაშიძე... მამას პრინცესა და დედას სიამაყე... ბებიამ თავისი სახელი მაჩუქა, ბაბუამ დაჩა ბახმაროში... მე ბაბუას საჩუქარი ყოველთვის უფრო მომწონდა... ბებიაჩემს შეეძლო რაიმე უფრო ორიგინალური მოეფიქრებინა...
მე და ანდრია ერთად დავდიოდით ბაღში, ერთად ერთად შევედით პირველ კლასში ხელი-ხელ ჩაკიდებულები... ყველასთვის ჩვენ ტყუპები ვიყავით, რომელთაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ... ანდრიასთვის მე სათამაშო ვიყავი, როდესაც მანქანები მობეზრდებოდა ჩემთან გამორბოდა... ჩემთვის კი ის იყო ადამიანი, რომელიც სისხლს მიშრობდა და ჩემს თოჯინებს თავებს აძრობდა.
მერე გავიზარდეთ, გადავედით უფროს კლასებში, ანდრიამ მეტისმეტად ადრე დაიწყო გოგოების შეყვარება... მეშვიდე კლასში მას უკვე პირველი შეყვარებული ყავდა... და იმის მერე სულ ერთი და იგივე... 
-ნესი მიყვარს, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
-კარგი ენდი, მიხარია.
-არ გეტყობა რომ გიხარია, შენ რა მეგობარი ხარ ჩემი სიხარული თუ არ გაგახარებს.
-გეუბნები მიხარიათქო ენდი კუდი არ მაქვს რომ დაგიქნიო და მეტი რა გინდა? 
-გაიღიმე მაინც.-დავკრიჭავდი კბილებს,- ეჰ შენგან არ გამოვა არაფერი.
-შენგან ხომ გამოვა, კაზანოვა.
-მეტიჩარა.
-დებილო.
-მატრაკვეცა.
-აღარ გელაპარაკები.
-არც მე.
და საღამოს ჩვეულებისამებრ მშობლები სვამენ ჩაის და გამოდის ანდრია მოწყენილი სახით.
-ენდი რა მოხდა?
-შეყვარებულს დავშორდი.
-კიდევ?
-ხო, ნესის ბრალია, დამთარსა.
-შენ გოგოს არჩევა არ იცოდე ჩემი რა ბრალია.
-მე მაინც ვიპოვი ნორმალურ გოგოს, აი შენ კი ვერასოდეს გათხოვდები.
-ძალიან კარგი, შენნაირი ქმრის ყოლას სულ არ გათხოვდე ჯობია.
-არაფრის აზრზე არ ხარ რააა.-მერე მე ენას გამოვუყოფდი, ავდგებოდი და ოთახში გავიდოდი, მშობლები კი იცინოდნენ... დილას კი ისევ რეკავდა კარზე ზარი:
-ნესი წავიდეთ?
-კი ჩანთას ავიღებ და მოვდივარ.
-გელოდები კიბესთან...
და ასე დღიდან დღემდე... ისე გადავედით მეთორმეტე კლასში ლამის ყოველდღე ეს სცენარი მეორდებოდა...
იგივე ხდებოდა დასასვენებლად რომ მივდიოდით... ისე თამამად შეგვეძლო გვეთქვა, რომ მე და ანდრიას უერთმანეთოდ ერთი დღეც კი არ გაგვიტარებია... ისევე როგორც ჩვენს მშობლებს... ასე ჰარმონიაში ვიყავით, თუ ჩემი და ენდის ბავშვურ ჩხუბებს არ ჩავთვლით...
ყველაფერი კი ჩემს დაჩაზე დაიწყო... მეთორმეტე კლასი რომ დავამთავრეთ მშობლებმა გადაწყვიტეს რომ უკვე საკმაოდ დიდები ვიყავით და შეგვეძლო მარტო დასვენება. ნება მოგვცეს რამდენიმე მეგობართან ერთად წავსულიყავით. ოღონდ ერთი პირობით, არ უნდა გვეჩხუბა და ერთმანეთს უნდა გავფრთხილებოდით. ამის თქმა ზედმეტიც იყო, ანდრია ისე მივლიდა თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და ნებისმიერს შეეძლო ჩემთვის რაიმე დაეშავებინა... არც ისე უშნო ვარ კაცმა რომ იკითხოს, მაგრამ აქამდე სიყვარული ჩემთვის არავის აუხსნია... ალბათ ანდრიასი ეშინიათ... ან ჩემი შეყვარებული ჰგონიათ... ვერ შეხვდები ხშირად მეთორმეტე კლასელ გოგოს და ბიჭს რომელთაც შეუძლიათ გვერდიგვერდ ეძინოთ და ერთმანეთის მიმართ არაფერს გრძნობდნენ... მე და ანდრია გამონაკლისები ვიყავით ყველა წესიდან.
მოკლედ დავდეთ პირობა რომ არ ვიჩხუბებდით (თუმცა ორივემ ვიცოდით რომ ამ პირობას არ შევასრულებდით), რომ ერთმანეთს გავუფრთხილდებოდით (ამას ისედაც ყოველდღე ვაკეთებდით), დავპატიჟეთ რამდენიმე უახლოესი მეგობარი, ჩავალაგეთ ჩემოდნებიდა პირველი თაისუფალი დასვენებისკენ გავემართეთ... ერთი თვე სრული თავისუფლებისა...

ჩვენი ჯგუფი პატარა იყო, მაგრამ მხიარული... მე, ანდრია, ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატუტა, და ორი ანდრიას მეგობარი- შაკო და ეში, რომელსაც სახელი პოკემონების სიყვარულის გამო შეარქვეს.
ერთადერთი რაზეც მშობლებს არ უნერვიულიათ იყო ჩვენი ერთად მარტო ყოფნა, მთაში, სიცივეში, ერთად... თურმე ტყუილად... 
პირველი დღე სახლის დალაგებით გავიდა... ისე დავიღალეთ არაფრის თავი აღარ გვქონდა, ესეც ჩენს აღმზდელობით სამუშაოში შედიოდა, მოსამსახურე დაითხოვეს და ჩვენით უნდა მიგვეხედა თავისთვის... რადგან მე და ანდრიას საძღვარგარეთ გვიპირებდნენ უნივერსიტეტში გაშვებას (რა თქმა უნდა ერთად), უნდა გვესწავლა თავის მოვლა.
მეორე დილიდან კი დაიწყო სიგიჟეები, უფრო სწორად ბიჭებმა დაიწყეს, ჩვენს ოთახში შემოიპარნენ და გაგვპასტეს... ბანალურია, მაგრამ მე და ნატუტა კარგად გვაკივლეს. არც ჩვენ დავრჩით ვალში და მარილიანი ყავა დავალევინეთ, თუმცა უნდა ვაღიარო, მათ უფრო მამაცურად აიტანეს და უხმოდ დალიეს მთელი ყავა... შუადღისას კაპიტულაცია გამოვაცხადეთ და ერთად მოვამზადეთ პირველი სადილი... შემწვარი კარტოფილი... და საშინლად ამაყები მივუსხედით სუფრას...
-უფ, რა გემრიელია,- დაიწყო შაკომ.
-ჩემი გაკეთებულია და როგორ არ იქნება გემრიელი, -აყვა ეში.
-კიდევ რა მოგინდა? ვინ გარეცხა?
-მთავარია ვინ გათალა,
-მთავარია ვინ წვავდა,- სიამაყით გამოაცხადა ანდრიამ, მე და ნატუტას გაგვეცინა, თავზე გვადგნენ და უაზროდ ჭკუას გვასწავლიდნენ რა უნდა გვეკეთებინა... თუმცა საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით ხმა არ ამოვიღეთ და ბიჭებიც დანებდნენ... ეს ერთით-ნული იყო, ჩვენს სასარგებლოდ. 
საღამოს დოღზე გავედით. იქ უამრავი ახალგაზრდა იყო. თან ყველა სამეგობროებით იყო წამოსული... ერთი ჯგუფი განსაკუთრებით აქტიური იყო, ყველაზე მტს ხმაურობდნენ, ყველაზე მეტს იცინოდნენ, და ეტყობოდათ კარგადაც ერთობოდნენ... ჩვენ მისვლისთანავე აღმოვჩნდით ყურადღების ცენტრში, ახლები ვიყავით მათთვის... მიუხედავად იმისა რომ მე და ანდრია იქ ყოველ წელს დავდიოდით გასართობად მეტი არავინ გვჭირდებოდა, ამიტომ გარეთ არასოდეს გავდიოდით... იმ ჯგუფიდან ერთი ბიჭი ჩვენსკენ წამოვიდა, აშკარაა რომ ისაა ლიდერი ჯგუფის სული და გული... 
-გამარჯობათ, მე გიგი ვარ. თქვენ ახლები ხართ როგორც ვხედავ,- და ხელი გაუწოდა ანდრიას.
-გამარჯობა. კი ეხლა ჩამოვედით, მე ანდრია ვარ, ეს შაკო, ეში, ნატუტა და ნესი.- ხელით ანიშნა ყვლაზე.
-სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სამოთხეში. ხომ არ შემოგვიერთდებით?
-დიდი სიამოვნებით, რას იტყვით?
-წავიდეთ, წავიდეთ, ოკეი... ერთად წავედით სადაც გიგის კომპანია იჯდა. საკმაოდ თბილად მიგვიღეს. 
-გაიცანით, ეს ანდრიაა, ეს ნატუტა, ეს შაკო, ეს ეში...
-ეში?
-ხო ეში.
-უცნაური სახელია, რატომ დაგარქვეს?
-პოკემონები გიყვარს? -ჰკითხა რიჯა გოგომ.
-კი.
-მაგარია, მე მანანა ვარ, მაგრამ ყველა მისტის მეძახის.
ეშს თვალები გაუბრწყინდა. მე მეგონა მარტო ეში ვერ იყო დალაგებული, თურმე დედამიწაზე ყველას ყავს თავისი წყვილი და აგერ ამანაც იპოვა. 
ამ დროს გიგი მე მომიბრუნდა.
-შენი სახელი შემახსენე
-ნესი
-ვაუ, შენი შესაფერისი სახელი გქვია.
-ვეცდები კომპლიმენტად მივიღო.
-იყო კიდეც კომპლიმენტი. მართლა შენსავით ლამაზი სახელი გქვია.
-ვნახავ იმავეს თუ იტყოდი შენთვის ვთქვათ სტეფანე რომ დაერქმიათ, ან უარესი ლენსტანბერი.
-ჰაჰაჰჰა ცუდი არაა. ისე საიდუმლოს შენახვა იცი?
-ნუ ეგ ჩემს მეგობრებს კითხე.
-ირონია საჭირო არაა ნესი,-გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩურლა- ისე მე გოდერძი მქვია, ვინმეს ეტყვი და შენი მოკლა მომიწევს.
ძლივს შევიკავე სიცილი. შევხედე და თვალი ჩავუკარი.
-როგორც ჩანს შენს მეგობრებს მოეწონათ ჩვენთან,-გავიხედე და მართლაც რომ... ეში და მისტი გაცხარებულები მსჯელობდნენ პოკემონებზე, ნატუტა გიგის დაკუნთულ ძმაკაცს ეპრანჭებოდა, შაკო ვიღაც ბიჭს სენეგალის პოლიტიკაზე ეკამათებოდა... ანდრია კი... ნუ ანდრია თავის სტიქიაში იყო, ნახევრად გახდილ გოგოს ეტმასნებოდა... მაგრამ ის გოგო აშკარად არ იყო წინააღმდეგი... ანუ ამ საღამოს ანდრია ისევ არ იქნება სახლში.
-გეთანხმები, ადვილად იპოვეს საერთო ენა.
-იცი, შენი შეყვარებულის ადგილას რომ ვიყო სხვა გოგოს არც შევხედავდი.
-შეყვარებული არ მყავს.
-აბა ანდრია ვინ არის შენი?
-მეგობარი.
-ჰაჰაჰჰაჰაჰა-გულიანად გადაიხარხარა გიგიმ, -როგორ არა. ბრმაც კი შეამჩნევს რომ უერთმანეთოდ ვერ ცოცხლობთ.
-ეგ იმიტომ რომ დაბადებიდან ერთად ვიზრდებით. სულ ერთად ვიყავით.-გაბრაზებული წამოვდექი და სახლისკენ წავედი. გიგი გამომყვა,
-კარგი ნუ გამიბრაზდი ნესი, რასაც ვხედავ იმას ვამბობ უბრალოდ.
-ესე იგი დროა ოკულისტს მიაკითხო. გიგიმ მკლავში მომკიდა ხელი და უცებ დაიკვნესა,-ვაი.
შემოვბრუნდი და თავზე ანდრია ედგა. მეორე ხელი დაუჭირა და გადაუგრიხა.
-კიდევ ერთხელ შეეხები და პირობას გაძლევ ეს უკანასკნელი შეხები იქნება შენი ხელებისთვის.
-კარგი, დამშვიდდი ენდი.
-ბოდიში მოუხადე ეხლავე.
-არ მინდა ენდი..
-შენ გაჩუმდი.
-ბოდიში.-ამოიკვნესა გიგიმ.
ხელი გაუშვა ანდრიამ და გიგი უკმაყოფილო სახით წავიდა მეგობრებისკენ, რომლებიც დაძაბულები უყურებდნენ კამათს. ანდრიამ ხელი გადამხვია, 
-წამო სახლში.- ეხლა ვიცი რომ ცხოვრებაში არაფრის არ უნდა მეშინოდეს, ანდრია, ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის მე არც ერთი გოგოს გამო უყურადღებოდ არ დამტოვებს...

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1204 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.