Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას
11:59 PM
ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას
ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,
ნურასოდეს მოატყუებთ ალალ–მართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 293 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.