Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ნოსტალგია
2:53 PM
ნოსტალგია
მე შენთან ერთად გატარებულს 
ვნატრობ ძველ წუთებს,
ვზივარ დღიურთან, 
გადაცვეთილ ფურცლებს ვიხსენებ...
ასეც რომ იყოს 
და ქვეყანა დღესვე შეწუხდეს, 
შენთვის დილიდან დავღამდები,
გწამდეს, 
ისევე.

მე შენთან ერთად გატარებულს 
ვნატრობ ძველ წამებს,
როცა მჯეროდა 
ოცნებების თეთრი აფრების...
და კარგად იცი,
მხოლოდ შენთვის რატომ ვეწამე,
რატომ გპირდები,
რომ უშენოდ ჯერ არ გავქრები.

მე შენთან ერთად გატარებულს 
ვნატრობ იმ დღეებს,
როცა ვფიქრობდი, 
განთიადზე...
მზეზე...
ფიქრებზე...
მენდე და გული შენს დიდებას
ხვალაც იმღერებს,
რადგან ახლაც კი მონატრებულ
სიზმრებს ვიქეზებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 753 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.