Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 13 » ნიკო გომელაურის 2 ლექსი, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა
5:04 PM
ნიკო გომელაურის 2 ლექსი, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა
ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს
სიჩუმე ხეთქავს ყური ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონით მონურით,
მონოტორულით,
მე მასწავლიდნენ–რა შემერგება...
ვუსმენდი ვთმობდი,–
თუმცა ვერ ვგრძნობდი...
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შგნება.

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს იბევებს.
გამოზუთხული ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს.
ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს,
ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,
ღმერთს თუ ბარაბას?

მას!

მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე
(მინდა გავერკვე,მინდა მესმოდეს)
რატომ პასუხი არ მაგებინე,
მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?...

გამაგებინე, რა დამიშავე
–მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?..
თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,
ვიცი, მაშინაც არ მოგასვენებ...

გამაგებინე, რად გიღირს რითმა?
ნუთუ ლექსისთვის აქ მომავლინე?
თუ ასე არის, მე მინდა გითხრა, 
უპრინციპობა გამოავლინე.

გამაგებინე, ხუმრობის არსი
(ხუმრობის, ცოტა მეც გამეგება)...
შენს გვერდით მარჯვნივ რატომღა დამსვი?
–მე ხომ მარცხენა სვლა მეხერხება...

რით გამაოცე, რით გამაორე?
–ჯვარს და ჯავრიანს ნაბიჯი მიჯნავს.
გამაგებინე. ვიბნევი.... თორემ, 
ჩემგან რა მიდის?!–მე ვიზამ პირჯვარს!...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1008 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.