Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მთელი ღამე შენზე ვფიქრობ, აღარა მაქვს მოსვენება
6:41 PM
მთელი ღამე შენზე ვფიქრობ, აღარა მაქვს მოსვენება
მთელი ღამე შენზე ვფიქრობ,აღარა მაქვს მოსვენება,
ქარი მიშლის, აზრებს მიფრთხობს, დაძრწის, როგორც მოჩვენება,
მერე თითქოს უცებ იგრძნობს, რომ ხელს მიშლის, მომეშვება,
მთელი ღამე, შენი სახე, მე თვალთაგან არ მშორდება....

მოდი, ერთხელ მაინც მნახე განა რა დაგიშავდება?
ჩემს ღმერთად რომ დავისახე, მე ის ღმერთი მენატრება,
მენატრება შენი სახე,შენი სახე მელანდება,
მოდი, ერთხელ მაინც მნახე, ნუთუ სულ არ გედარდება?

მთელი ღამე სანთლებს ვანთებ, დამეკარგა მოსვენება,
მე ავანთებ, ქარი მიქრობს, დავემსგავსე მოჩვენებას...
მოდი, ერთხელ მაინც მნახე, შენი ნახვა მენატრება, 
მელანდება შენი სახე, მხოლოდ შენში ვპოვებ შვებას...

...მთელი ღამე შენზე ვფიქრობ,დავემსგავსე მოჩვენებას,
ქარი მოდის, ოთახს ავსებს, და სახეზე მეფერება,
აღარ მიქრობს ახლა სანთლებს, აფრიალებს ფრთხილად ფარდებს,
თითქოს ჩუმად ჩამჩურჩულებს, გათენდაო, იცი.... გარეთ.....


...ვცხოვრობ უშენოდ, ვკვდები ასე, თანდათანობით,
დღეს ისევ გჩუქნი ჩემი ემოციის ველურ ყვავილებს!
იმ იმედით რომ სადღაც, იქნებ სხვა სამყაროში,
მიხვდები ამას და ჩაკეტილ გულსაც გამიღებ....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 423 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.