მომენატრები - 22 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:58 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მომენატრები
2:55 PM
მომენატრები
მომენატრები,როს წვეთები მზეს დანამავენ
გამახსენდება შენი სახე სხივთა კრთომაში...
მომელანდები სად წყვილები გრძნობებს მალავენ
დაილანდები წვიმის სუნში ნებივრობაში.
გამახსენდება შენზე ტანჯვა რომ დამავალე,
ამ ფიცს გავტეხავ გვირილების ყვავილობაში,
მოვეფერები ამ ქუჩაზე ჩვენს ძველ ნავალებს
თავისუფლებას ვნახავ მხოლოდ შენს მონობაში.
მე არ მინდოდა ყველა გზა რომ მომიტრამალე,
ვიწრო ბილიკიც მეყოფოდა მარტოობაში...
სადაც წავედი ყველგან სითბო მომიკარავე
ახლა მჭირდება სითბო,ახლა,ფიფქთა თოვაში.
თუ არ მომპარეს...ვიცი,მალე მოგიპარავენ
მერე რაღა ვქნა სიკვდილამდე გრძნობათ ბრძოლაში?
მე ერთი ვიცი,რომ სიყვარულს დაგიმალავენ...
თუმცა კი...იქნებ ეგ უფრო გწამს სხვასთან ტრფობაში?.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 185 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0