Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 4 » მოდით გიამბობთ სინამდვილეს
2:17 PM
მოდით გიამბობთ სინამდვილეს
მოდით გიამბობთ სინამდვილეს 
ეს ვართ ქალები,
თავს შეგაყვარებთ
რადგან უხილავ ვარსკვლავებს ეტრფით
შტერი კაცები.
... თვალებს აგიმღვრევთ,
სულს გესესხებით,
ეშმაკს მივყიდით.
რადგან სრულებით არ გვენანებით.
ველზე გაგიწვევთ
პეპლის საჭერად,
და გადავარდნილს ვნების ქარცეცხლში
მახეს დაგიგებთ...
მხოლოდ საჩუქრად,
მხურვალ ხელებში
ცივ ცრემლს ჩაგიგდებთ,
ეს ვართ ქალები!
მოდით გაჩვენებთ,
უიმედობას,
სევდას ცრემლიანს.
არ ღირს თამაში
მამაკაცნო,
გული ცელქია.
ცბიერი მზერით,
კოცნას მოგპარავს,
თუმც გაგიყინავს,
ბაგეს მარადის.
ეს ცხოვრებაც ხომ
მხოლოდ ლექსია,
რომელიც ზოგჯერ რითმით არ დადის.
ეს ვართ ქალები!
თქვენს თვალებში,
სათუთ სიყვარულს,
ვერ შევადნებით.
ვერ შეველევით
ეს ვართ ქალები!
გაუშიშვლებელი
მკერდით გაპურებთ.
თუმც
თქვენს ზურგს უკან,
სხვასთან ვიპოვით,
პირველ სარეცელს.
ეს ვართ ქალები!
ნანანიები.
უფლის შეცდომა ,
მამაკაცით ნაპატიები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 789 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.