Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » მოდი
12:29 PM
მოდი
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა...
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი...
თუნდაც გამებუტე...
მოდი,
ჩამეხუტე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 480 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.