Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » მიყვარდა ის გოგო
11:50 PM
მიყვარდა ის გოგო
მიყვარდა ის გოგო, ვუყვარდი რომელსაც,
ვუყვარდი იმ გოგოს რომელიც მიყვარდა.
მისი ხმა წუხელი სიზმარში მომესმა
ფანჯრიდან შემოსულ მშფოთვარე ნიავთან.

უძილო ღამეა, ნიავი კიარა,
ანგელოზს ფრთები აქვს გაშლილი სარკმელთან.
ამ გულმა შენს გვერდით თუ გაიფრთხიალა,
მგონია, რომ ქვეყნად პირველად გათენდა.

მგონია მეწვიე, დასახლდი სულში და
დაკოცნილ დალალებს ოხშივრით ისველებ.
თუ ვინმე მოყვარეს სიკეთეს უშლიდა
შენ ღმერთი განიჭებს მაგ წმინდა თვისებებს.

მაგ სუფთა მტევნების მშვენებას ვერ ვუძლებ,
თუ დაგკრეს ლახვარი იბრძოლე ბოლომდე.
ცრემლები შეიშრე თვალზე და სხეულზე,
შენს მარცხს რომ მავანი არასდროს გლოვობდეს.

ახლა თუ ვუყვარვარ მოყვასს და მოყვარეს,
იმ გოგოს ვუყვარდი მიწიდან ზეცამდე.
ხეებმა ტოტები მუხლამდე მოხარეს,
რაც მე ვერ შევძელი, შენ მაინც ეცადე.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 784 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.