Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » მინდა გიყვარდე...
10:59 AM
მინდა გიყვარდე...
მე მინდა ჩემში ხედავდე წვიმას,
ფიქრებს,იმედებს,ოცნებას,მიზანს.
სულ თან მატარო ნანატრი მუზა
და შენს თვალებში მხედავდე მუდამ.
მინდა დახატო ოცნების ზეცა,
სადაც შევძლებდით მე და შენ ფრენას.
შენ ამ რითმებში დაიწყე სუნთქვა,
ლექსების გახდი ავტორი-გულქვა.
სიტყვა ”მიყვარხარ” ჩვენია, მჯერა,
ფანჯრის მინაზე დარაჯობს სევდა.
ფიქრები აჰყვა ოცნებას ისევ,
ჩემს ღიმილს, ფარულს ლექსებში გიწერ,
მინდა გიყვარდე,მწადს მერქვას შენი...
შევძლო ამ ლექსის წაკითხვა შენთვის.
მსურს ეს სიტყვები შეიგრძნო ჩემში,
ემოციების შენ გახდე ღმერთი
და არ გეგონოს პოეტის ბოდვა
სიყვარულია... არ არის ცოდვა.
მინდა და მინდა,ისევე ბევრი,
სურვილებს ვხედავ თვალები,შენში...
მოველი მზერას,შეხვედრას შენთან
ფანჯრის მინაზე დარაჯობს სევდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 353 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.