მღუპავს სიყვარული დედა! - 10 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:52 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 10 » მღუპავს სიყვარული დედა!
1:30 AM
მღუპავს სიყვარული დედა!
წლებმა საათებად ჩაიარა 
წლები საათივით მდევდა, 
დრომ რა უცაბედად გაიარა 
გრძნობის ყველა წამი დედა.. 
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა 
გულში კლდედქცეული სევდა 
მთელი დღეები და ღამეები 
მუდამ მეყვარები დედა! 
შენთან მოვედი და შემიფარე, 
აღარ დაგშორდები მეტად, 
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე 
შენთვის აღარ დამრჩა დედა.. 
ყელა მეგობარი დამეფანტა 
ქარიც აღარ ჩადგა ბედად, 
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე 
ვისღა მივაკითხო დედა? 
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა 
იქცა ფრთამოტეხილ გედად 
ან მარადისობა, რომ არსებობს 
რატომ არ მითხარი დედა! 
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა 
ფიქრმა დამიბნელა მზე და 
რატომ არ მასწავლე სიძულვილი 
მღუპავს სიყვარული დედა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 389 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0