Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » მეფობს
5:42 PM
მეფობს
მეფობს ჩემში შენი სახის ლანდი,
დავიფერფლე,სანთლის წვეთად დავდნი,
განრისხებულ ზეცის არწივს ვგავდი,
გეძახდი და გვერდით არა მყავდი.

ახლა რიღათ განვიკურნო დარდი,
როცა ასე ძლიერ შემიყვარდი,
ეკლიანი ვერ მოგწყვიტე ვარდი,
მტკვრის ტალღებში უხმოდ ჩამივარდი.

მე სიცოცხლის ნეტარებად მწამდი,
გამიჩინე გულში სევდა, დარდი,
ოცნებებით და ფიქრებით მკლავდი,
გეძახოდი გვერდით არა მყავდი.

კურთხეული სვეტიცხოვლის მადლით,
მოგაფინეს გულზე სხივი სანთლის,
მთაწმინდიდან გლოცავს დედა ქართლის,
სად ხარ,მე ხომ ძლიერ შემიყვარდი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 728 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.