Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » მეგობრობაზე ლექსები
11:11 PM
მეგობრობაზე ლექსები
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...


იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...


****


შენმა მეგობრობამ სული გამინათა, 
გული გამითბო და სევდა გამიფანტა. 
დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა, 
ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა. 
გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა, 
ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა. 
რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა 
გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1164 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.