Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მე პოეზიის სიყვარულით მოვსულვარ შენთან
10:47 AM
მე პოეზიის სიყვარულით მოვსულვარ შენთან
მე პოეზიის სიყვარულით მოვსულვარ შენთან
და მსურს პოეტმა დამიხუჭოს სველი თვალები.
რომ ჩაგვაქსოვა სიყვარული გვჯეროდეს ღმერთმა,
რომ პოეზიის სნეულებით ჩვენ ვართ მთვრალები.

ტერენტი ძმაო, ყელზე მიჭერს რკინის მარწუხებს
სიკვდილი, მაგრამ არ გეგონო ვინმე ჯაბანი.
რადგან შენსავით აღმაფრენა მკლავს და მაწუხებს,
ჩვენი ოფლია ამ ფურცლებზე ჩამონაბანი.

ესენინს სურდა ვარდისფერი ზეცა მოერთო,
ხოლო შენს სულში თარეშობდა ველურად ქარი.
მიუწვდომელი საფლავებთან ვმიეთ - ვმოეთობ,
მე მიქაელი, ავადმყოფი და ნაჭლექარი.

მინდა, რომ ვქექო სიყვარულის ნაცარი ცივი,
შენ კი უძილო ღამეები თავს არ განებებს.
მე ნაპერწკალი ვერსად ვნახე ჩამქრალი სხივის,
დავემსგავსებით პოეტები ღამის ზმანებებს.

გალაკტიონი არა ხარ, რომ ღამე შეშალო,
არ ხარ შექსპირი, რომ ანათო მუდამ დარივით.
მაგრამ მაინც გსურს საქართველოს გადაეშალო,
ვარდის ფურცელი ფესვ დაკარგულ ხეიბარივით.

ტერენტი ძმაო, ჩვენ ბევრი გვაქვს მგონი საერთო,
შენ მგზავრი ხარ და გარშემო კი მხოლოდ ფეთია.
მე კელაპტარი სიცოცხლისთვის უნდა დამენთო
და მზის სხივებით სიკვდილისთვის ღამე მეთია.

ორივემ ვნახეთ შეშლილი და მშვიდი საღამო,
ცისფერ სიშორეს აედევნა ჩვენი კარეტა.
სიკვდილ - სიცოცხლე, სულ ასეა დაუსაბამო,
რაღაც სხვა გვინდა, შორეული ჩვენი პლანეტა.

ჩვენ ხომ ორივეს უცბად გვათრობს ქალის სუნამო
და კვლავაც ისევ ხვალინდელი ლექსით ვივსებით.
ვერას დაგვაკლებ მრისხანებით " ლექსო " ცუნამო,
ვართ უდაბნოში სევდიანი ოაზისები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 693 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.