მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, - 7 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:57 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 7 » მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
5:26 PM
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, 
იმ დროს, 
როდესაც 
დედაქალაქს 
დაიპყრობს ძილი... 
მიყვარს, 
მიყვარს 
და... 
არ ვიცი რატომ! 
(მიზეზის პოვნას 
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). 

დავდივარ. 
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... 
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. 
და... 
ვიცი: 
ვივლი, 
ვივლი, 
ვივლი, 
ვივლი 
და... 
ბოლოს 
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. 

აუცილებლად, 
უსათუოდ 
მოხდება ასე! 
მაგრამ მე მაინც 
გმადლობ, დედა, 
დედაო, გმადლობ! 
ვხედავ ქვეყანას — 
სინათლით სავსეს... 
დავდივარ, 
ვღელავ, 
მიყვარს, 
მაწვიმს, 
ვიცინი, 
მათოვს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 359 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0