Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო
0:33 AM
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს, 
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს
 

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 1265 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.