Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » მე და მათხოვარი ბავშვი
10:57 PM
მე და მათხოვარი ბავშვი
წუხელ ქუჩაში შევხვდი ,,მათხოვარს,, 
სხვებიც მინახავს ღვთის მათხოვრები.....
და მათი ბედი მე რომ მათხოვა,
ეჰ, რამდენ სითბოს ვინათხოვრებდი.
ის ბავშვი იყო და ზღაპრულ ფერში,
ესახებოდა "ქუჩის სიკეთე",
-კეთილი ხალხი,ამხელა დღეში,
ჩემთვისაც ცოტას გამოიმეტებს.
თუმცა სახლობდა,მის სულში კენტად,
უდაბურება სასოწარკვეთის,
-არაფერია,ყველაზე მეტად,
მაინც მე მჯერა ჯვარის და ღმერთის.
ვიგრძენ რომ მასში სითბოს ვპოვებდი,
მივესათუთე,მივუჯექ გვერდში.....
ის ბავშვი იყო,მეკი პოეტი,
და მისი გული მტკიოდა მკერდში.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 281 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.