Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » მე და ჩემი გული...!!!
11:53 PM
მე და ჩემი გული...!!!
ლბათ გაგიკვირდებათ მაგრამ მე და ჩემი გული სიყვარულს დავსტირით, იმ სიყვარულს რომლითაც ბიჭი გოგოს იყვარებს, მახსოვს ჩემმა გულმა არ იცოდა რას ნიშნავდა ეს გრძნობა , რა ბედნიერი ვიყავით მაშინ, ძალიან უნდოდა ვინმე რომ ყვარებოდა და ხანდახან იბრალებდა კიდეც მიყვარსო, მეც ვუჯერებდი, მაგრამ როდესაც ის დაინახა ჩემმა თვალებმა ინფორმაცია გულს გადასცა, გულმა კი თავდაჯერებულად დაიწყო ძგერა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „ მიყვარს.... მიყვარს...". ერთ წელზე მეტი გავიდა იმის შემდეგ მაგრამ ჩემი გული ისევ ისე თავდაჯერებულად ძგერს და იმეორებს „მიყვარსო.!!!" , მეკი ვეუბნები: დაფიქრდი იქნებ ისევ მატყუებ მაგრამ, ის არცკი მისმენდა, მას ხომ ის ენატრებოდა და მონატრებისგან გამწარებული ვერაფერს იგებს, განუწყვეტლივ დაეძებს სიმშვიდეს მაგრამ ვერ პოულობს , უნდა რომ ამ ყველაფერს მოწყდეს მაგრამ მანც ვერ ელევა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ტანჯვის გარდა სიამოვნებაც მოაქვს, თითქოს არც უნდა რომ ის დაივიწყოს, ჩემი გული ბევრს არაფერს ითხოვს მას მხოლოდ მისი სიახლოვე უნდა რომ შეიგრძნოს მთელი არსებით, მისი გულის ძგერის გაგოება უნდა რომ აყვეს მას, მისი სუნთქვის მოსმენით არ დავიღლებოდით... იცით მე და ჩემი გულისთვის რაც კი მას ეხება უმნიშვნელო წვრილმანიცკი ჩვენთვის ენით აუღწერელი ბედნიერებაა, მასზე ლაპარაკი არ მოგვბეზრდება არასდროს. მეგონა რომ სიყვარული ადვილი იყო და მის გამო არც კი ვიტირებდი, ყოველთვის ნერვები მეშლებდა ვინც ამ თემაზე წუწუნებდა მაგრამ ჩემში ყველაფერი შეიცვალა ჩემი ყველა ნაბიჯი ძველს აღარ გავს .. მივყვები ცხოვრებას და არ ვიცით მე და ჩემი გული სანამდე გავძლებთ .. ცოტახნის წინ სანამ ამ ჩანახატის წერას დავიწყებდი ცრემლები მომდიოდა და არ ვიცოდი ვიზე ან რაზე ვტიროდი , ალბათ ჩემი გული შემეცოდა და თვალებმა ტირილი დაიწყეს და ასე გრძელდებოდა დიდი ხანი მე და ჩემი გული დავსტიროდით იმას ვინც ჩვენგან ძალიან შორსაა და ყოველ წამს ველოდებით იმ მომენტს რომ ოდესღაც ბედნიერები ჩვენც ვიქნებით მაგრამ ეს იმედიც უკვე ქვრება და შორს კიდევ შორს იმედის ნაპერწკალი კიდევ ცოცხლობს და გვანუგეშებს „ ნუ გეშინიათ სასწაული ხომ შეიძლება მოხდეს ..!?" ჩვენც ვუსმენთ და ამით ვცოცხლობთ .. ზოგს გონია რომ ვაზვიადებ და ემოციებს ვყვები მაგრამ რა ვქნა თუ მისი ხმა მენატრება... ჯობია დავამთავრო თორემ ჩემი თვალები ვეღარ ითმენენ და ტირილს დაიწყებენ... სუყველას ბედნიერებას გისურვებთ და დიიდ ლამაზ და მარადიულ სიყვარულს :*:*
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 897 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.