Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 30 » მაგ თვალების სიდიადე
9:25 PM
მაგ თვალების სიდიადე


მაგ თვალების სიდიადე მარტში უფრო ფხიზლობს,
შჰავ თვალებზე ერთი გოგო გამუდმებით ფიქრობს...
არ აძინებს, არც ასვენებს ბრწყინვალება გიშრის,
ამ გიშრებში გალაქტიკა დროზე სწრაფად მიქრის...
მარტის თვემაც დაიმკვიდრა სააქაოს ტახტი,
შემოავლო გიშრისფერებს გაზაფხულის ლახტი,
გააღვივა, გაახელა ნაკვერჩხალი თვალის,
ნაკვერჩხალის სიკაშკაშემ მზე დაჩრდილოს ლამის!
თუმცა ბიჩს არ აღელვებს სისაშიშე მზერის,
სიყვარულის ძიებაში სამოთხის ხმით მღერის...
რა იცის რომ მისმა მზერამ ქვად აქცია გოგო
დაფერფლა და აატირა საყვარელი გოგო
განა ერთი? ბარემ ასი! ვის შესცეცხლა მზერა,
ყველას უმალ, იმავ წამში აწყებინა ფრენა...
და მოსწყვიტა სააქაოს გაზაფხულის დამდეგს,
მარტის თვეც კი ვერ გაუძლებს ვერასძალით ამდენს!
თვეა მარტის, ქარი დაქრის, დააქროლებს გიშრებს..
მთელს ქალაქში ეს გიშრები აგიჟებენ ფიქრებს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 778 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.