Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 4 » ლექსები ქალთა დღეზე
5:13 PM
ლექსები ქალთა დღეზე
მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით...

ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი,
ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც,
მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი,
ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში...

ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს,
ქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალი
და გულითაც რომ არ გეწადინოს,
მაინც გაჰყვები ალერსით მთვრალი...



***************



ქალი როცა იქმნებოდა
ერთი რამე ხდებოდა,
სილამაზე არსებობდა
და ვერავინ ხვდებოდა,
ქალთან ერთად სილამაზე
ყველაფერში ჩნდებოდა,
როცა ქალი არსად ჩანდა
სილამაზეც ქრებოდა.
ბუნებისგან ალბათ ყველა
ამას ელოდებოდა,
სილამაზის ეტალონი
ქალი რომ გახდებოდა,
სადაც სილამაზე ჭვრეტდა
ქალი იცქირებოდა,
ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?
ქალი იღიმებოდა!
სუყველა ქალს სილამაზე
თავის ეშხში ეტყობა
და ეს ეშხი ქვეყანაზე
არცერთ ქალს არ ეთმობა,
მინდა ქვეყნად ვაღიარო,
რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,
ღმერთმა შექმნა ქალისა და
სილამაზის ერთობა!


*******************

8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში,
8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო,
უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა.
შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო…
8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს,
დავიკარგები უძირო ზღვაში,
მე შენ მიყვარხარ მინდაიცოდე
და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში…


*******************


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”


*************


ქალი ოცნება ქალი სინაზე,

ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე

ქალი ოცნება ქალი ალერსი

შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,

ლამაზო ქალო ტანო–ტატანო

ქალო ათასი ჭირის ამტანო

ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ

კაცებმაა? კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ



********************




ჰე! მამაკაცნო თქვენ რა იცით 
რა არის ქალი? ნამდვილი ქალი?
ქალი ცეცხლი არს, ქალი წვიმააა
ქალი ქარი და ქალი ყინვაა
დილა,საღამო,მზე და ვარსკვლავი
ქალი ნაზია როგორც ლერწამიი
ქალი თბილია თანაც ცბიერი
ქალი ტკბილია, როგორც ბადაგი
ქალი გიჟი და ქალი ჭკვიანი
ქალი მდუმარე, ელვარე მთვარე
მთის წყაროსავით სპეტაკი ქალი 
ქალი ოცნება, ქალი ფიქრიააა
განა უმისოდ კაცს შეუძლია?

**************




ქალი ლამაზია, ქალი სათუთია, 
ყველას, რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა, უფრთო ანგელოზი 
და კიდევ იდუმალი, ნაზი სირინოზი. 
ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, 
ანგელოზივით სიყვარულს მღერის, 
თვალები მისი ბრწყინდება ისე, 
როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები. 
ქალი ლამაზია, ქალი სათუთია, 
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა, ნაზი სირინოზი 
და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 3131 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.