Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » ქუჩის ბოლოს
3:12 PM
ქუჩის ბოლოს
რუხ ოთახში სძინავს მთვარეს,
როიალზე უკრავს ვიღაც,
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
აგინებს და ლანძღავს დილას.
თეთრ ოთახში მომაკვდავი 
გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას,
ცრემლმორევით მდგარი ბავშვი
თვალს არიდებს დედის მზერას.
რომ თენდება ვიღაც კვდება.
ანდა ვიღაც ღრუბლებიდან
ფრთა-მომტყდარი დედამიწას ენარცხება.
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას...

დ/ბ

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 719 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.