Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ხის ქვეშ ვზივარ და ლექსს ვწერ დაღლილი
1:35 PM
ხის ქვეშ ვზივარ და ლექსს ვწერ დაღლილი
ხის ქვეშ ვზივარ და ლექსებს ვწერ დაღლილი,
გზას გავყურებ მე რაც მაქვს განვლილი,
გზაში ვგულისხმობ ბუნდოვან წარსულს,
რომელშიც დაბრუნება არა და არ მსურს.

იმ ტკბილ დროს გადავხედე შევავლე თვალი,
მინდა გამოვფხიზლდე, მაგრამ არა ვარ მთვრალი,
სიომ ნაზად დაუბერა არ მომცა სალამი,
წერას აგრძელებს ისევ მღვრიე კალამი.

ჰორიზონტს გავცქერი მოსჩანს ის გოგონა,
რომელიც ყოველთვის მე ჩემი მეგონა,
არ დავაფასე დავკარგე, მხოლოდ ჩემი ბრალია,
ამ ლექსის წერა დაკარგული სიყვარულის კვალია.

ის ყველაზე უმანკო, პატარა არსება იყო,
გრძნობა და სიყვარული მან მე გამიყო,
უბადრუკმა მივატოვე მე მას დავცინე,
როცა ნამდვილი სიყვარული ჩემგან დავძინე.

ჩემი ყურადღება წუხილმა, შფოთვამ მიიპყრო,
ცეცხლი გაჩენილა ირგვლივ მდელო დაიპყრო,
ამის შემყურე მემართება მეც არითმია,
ჩემი ძუნწი სიცოცხლე მისთვის დამითმია.

მინდა გამეღვიძოს მაგრამ არ მძინავს,
ასე ემართება ბილწს, ყველა დამცინავს,
ახლა ვიგემე სიმწარე წვის და ტკივილის,
ასე მესმოდა ხმა მეც განწირული მისი კივილის.
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 882 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.