ქალია გული - 24 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:55 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ქალია გული
0:07 AM
ქალია გული
საათი სიჩუმეს არღვევს,
ღამეა... მარტოა სახლში,
გული რას გაუძლებს ამდენს,
გულია პატარა ბავშვი!
თითქოს და მოარტყეს მუშტი
ცხვირ-პირში, ქომაგიც არ ჩანს,
ბავშვია პატარა, სუსტი,
ნაწყენი, ნატკენი დარჩა!
ოთახში სილურჯე სრული,
საწოლზე ძვირფასი ფარჩა,
ქალი წევს... ნატკენი გულით
ფიქრობს ყველაფერი მორჩა!
მორჩა და გაჩერდა ყელთან...
საათი თავის რიტმს არ ცვლის,
აქუჩებს სიჩუმეს ერთად,
მერე კი წიკ-წიკად მარცვლის...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 186 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0