ქალი რომელიც გიყვარს - 21 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:57 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ქალი რომელიც გიყვარს
11:50 PM
ქალი რომელიც გიყვარს
ბევრი იმედი გაწბილდება, 
ბევრი ოცნება გაცივდება... 
მაგრამ არასდროს არ გცილდება - 
ქალი, რომელიც გიყვარს. 

ხანდახან ყოფნა გაძნელდება, 
და სიმარტოვე გაგრძელდება... 
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - 
ქალი, რომელიც გიყვარს. 

წლებმა იციან გამეტება, 
სულს ბინდისფერი დაედება... 
მაგრამ არასდროს არ ბერდება - 
ქალი, რომელიც გიყვარს. 

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, 
მალე ბალახი მოგედება... 
მაგრამ არასდროს არ მოკვდება - 
ქალი, რომელიც გიყვარს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 158 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0