Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » კოცნა რომელმაც ყველაფერი შეცვალა
11:55 PM
კოცნა რომელმაც ყველაფერი შეცვალა
ჩემს წინ კარი გაიღო და მანქანიდან იო გადმოვიდა...
- შენებთან დავრეკე და მითხრეს არ ვიცით სად წავიდაო, ვეძებთ რამდენი ხანიაო და მეც შენი ძებნა დავიწყე... ნუც რა გემართება
- აუ ეგ შენი პრობლემა აღარ არის რააა... ეხლა რაგინდა გვერძე უნდა მომიჯდე და ერთად ვიტიროთი თუ კოცნით დამამშვიდებ
- კიდევ რამდენჯერ უნდა შემახსენო ადექი ჩემთან მივდივართ...
- მივდივართ არა, შენ მიდიხარ პატარავ... და ნაგლი მზერა შევაჩერე მის სახეზე...
- გეყოს რა ბავშვობა, კარაგდ გიცნობ და ვიცი გინდა ეხლა ჩემთან ერთად წამოსვლა, მაგრამ ისევ ეს თავმოყვარეობა ხო გეყოს ადექი მივდივართ....
მე რა თქმა უნდა ვითომ თავის დაფასება გავაგრძელე... იო მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წავიდა, მეც გავჩუმდი ვიცოდი აზრი მაინც არ ქონდა თან ისედაც იოს გარდა სხვაგან ვერ წავიდოდი... სახლში რომ მივედი მისაღებში იოს ჩემოდნები დავინახე, მივხვდი რომ წასასვლელად ემზადებოდა... არც შემიხედავს ისე ვკითხე:
- მიდიხარ?
- აბა რა აზრი აქვს ჩემს დარჩენას
- როდის
- დღეს ვაპირებდი მაგრამ რადგან შენ აქ ხარ დავრჩები რამდენიმე დღე და მერე შეგიძლია შენ აქ მარტომ იცხოვრო...
- მადლობთ...... დიდი ხნით არ ვაპირებ შენს გვერდით ყოფნას...
- ნუ ნერვიულობ ნუც საერთოდ ვერ იგრძნობ რომ ამ სახლში მეც ვარსებობ. არც კი დაგენახვები... შენ თუ სამზარეულოში შემოხვალ მე ჩემს ოთახში ვიქნები, შენ თუ მისაღებში იქნები მე სამზარეულოში... მოკლედ შენი სახლია და მარტო ხარ აქ...
აქ დავამთავრეთ და იო ავიდა საძინებელში... იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა, ერთმანეთი აღარ გვინახავს... მთელი დილა სამზარეულოში გავატარე, კარგი კულინარივით და სუნზე იო ჩამოვარდა...
- რას წვავ მშია........
- შენ ახლა საძინებელში უნდა იყო მგონი ხო
- კაარგი მაშინ მისაღებში ვარ და არ შემაწუხო რაა....
მთელი დღის დიალოგი ასეთი გვქონდა... 
შინაგანად ვიყავი განადგურებული, ვგრძნობდი როგორ არ მინდოდა იოს სადმე გაშვება. ვიცოდი ამ ყველაფერს მალე დავივიწყებდი მაგრამ , თავმოყვარეობა არ მაძლევვდა უფლებას ძველი ნუცი გავმხდარიყავი. ასე გრძელდებოდა 1 კვირა... 
იმ დღეს სახლში არ ვყოფლვარ როცა დავბრუნდი, მაგიდაზე წერილი დამხვდა და ზედ ეწერა: 
ოთახში ვარ და არ შემაწუხო, მარტო არ ვარ... უბრალოდ იოანე.... 
მისაღებში მიმოვიხედე და ქალის ჩანთა დავინახე, მაშინვე მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა... უხმოდ გავიხურე კარები და წავედი. იმ დღეს სახლში არ მივსულვარ, ჩემს დეიდაშვილთან დავრჩი არც დამირეკავს. იო მთელი ღამე მირეკავდა მაგრამ გადავწყვიტე ტელეფონი გამეთიშა, ასეც მოვიქეცი... არც მეორე დღეს მინახავს... ნუკის ვუთხარი ბარში წავიდეთთქო და ასეც მოვიქეცი... ასე ცხოვრებაში არ დავმთვრალვარ... უკვე ყველაფერი "მეკიდა"... როგორც იქნა სახლში მივბარბაცდი და პირველი რაც დავინახე ეს იყო იო ტელეფონით ხელში და შეშლილი სახით...
- ნუუუუცაააააააა,,,, ცოცხალი ხარი როგორ ვინერვიულეეე შენ არ იცი.. ასე აღარასოდეს მოიქცე გაიგე?
- მე უკვე დიდი ვარ და როგორ მოვიქცევი ჩემი საქმეა... ასე რომ ჩუ რა თავი მტკივა...
- მომისმინე ეხლა კარგად შენ სანამ ჩემს სახლში ცხოვრობ ვალდებული ხარ მითხრა სად და რას აკეთებ გასაგებიაი და შენ ხვალ დაგელაპარაკები....
- შენ არ დამიწერე არ შემაწუხოვო?? თუ სახლში დავრჩენილიყავი და შენი და ვიღაც ბოზის სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები მესმინა
- იეჭვიანე არაა?
- აუუუ ჩუუუ რააა... თავვს მატკიებ...
მერე არ მახსოვს რა მოხდა უბრალოდ გავითიშე... დილით თავი საშინლად მტკიოდა ძლივს ავდექი... სამზარეულოში ჩავფორთხდი რასაც ქვია და მაგიდაზე ბორჯომი დავინახე...
- ვიცოდი რომ ცუდად იქნებოდი და ამოგიტანე მაღაზიიდან.
- მადლობა...
- ნუც...
- ბატონოოოო
- არ მოგბეზრდა ამ ნაგლი გოგოს როლის თამაში?
- არ ვთამაშობ, ესეთი ვარ...
- არ შეგიძლია ერთი რაღაც მაპატიო მთელი ცხოვრება შეიძლება ერთ კოცნაზე მელაპარაკო მაპატიე გთხოვ. მეტი რა გავაკეთოი რამდენი ხანია ვითმენ შენს ასეთ საქციელს, ნუთუ ვერ ხვდები რომ არ მინდა გაწყენინო და ხმას არ ვიღებ. ვცდილობ ყველაფერი დაგითმო, არ აგყვე სიტყვებზე და საერთოდ არ დაგენახო... კარგი რა ნუცი... ჩემი პრინცესა აღარ გინდა იყო უკვე რამდენი ხანი გავიდა ერთხელაც არ ჩაგხუტებივარ და ერთხელ არ შეგხებივარ... შენ არ მოგენატრე არ გახსოვს ადრე როგორ ვიყავით ხოლმე
- მახსოვს ( ეს ვთქვი და ხმა აღარ ამომიღია)
_ მოდი ჩაგეხუტო ჩემო პატაარავ...
მოვიდა და ჩამეხუტა, თითქოს გული გამითბა ისევ ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მედგა და შემეძლო მისი იმედი მქონოდა... ტირილი დავიწყე და უფრო მაგრად ჩავეხუტე... როგორც იტყვიან შევრიგდით... მაგრამ ვგრძნობდი ჩვენი ურთიერთობა ისეთი აღარ იყო. ადრე არ მერიდებოდა იოს ოთახსი შესვლა არც ჩახუტება არც კოცნაა. ახლა კი თითქოს შევიბოჭე, თავს იმას ვუმეორებდი გამუდმებით რომ ახლა თუ ჩავეხუტები სხვანაირად გაიგებსთქო....
ასე გავიდა 2 თვე წვალება წვალებაში რასაც ქვია.. თითქოს მე და იო ისევ დავახლოვდით, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს არ გამოპარვიათ ჩემი ასეთი ცვლილება. კითხვაზე რა გჭირს კი პასუხი მხოლოდ ერთი მქონდა "არაფერი"... 
მშენიერი დილა იყო რომ იტყვიან მხოლოდ ერთი მიფუჭებდა სკოლა.... ოხ როგორ ვერ ვიტანდი დილით ადრე ადგომას, თუმცა ყოველთვის კარგი ნიშნები მქონდა, უბრალოდ ფიზიკას ვერ ვიტანდი და რასაც ქვია თავს ვაკლავდი, რადგან მონიტორინგები გვეწყებოდა 2 კვირაში... ამ ხნის მანძილზე იო მანებივრებდა ყველანაირად, არაფერს მაკლებდა და მეც გადავწყვიტე იოსთვის მადლობა რამით გადამეხადა და ჩვენებური "ტუსოვკა" დავგეგმე, რომელიც უცებ უნდა მოგვარებულიყო... ყველა დავპატიჟე ვისაც ვიცნობდი იოს მეგობარს მოკლედ, დღე მშვენივრად მიდიოდა არაფერ გვეკლდა. უცებ ვიღაცამ ჩვენი მუსიკა ჩართო ეს ვინ იქნებოდაი რა თქმა უნდა იო... მუსიკა რომელიც ერთ დროს მე და იომ აღმოვაჩინეთ და ჩვენი "სულის ჰარმონია" შევარქვით...ეს იყო soundtrack ფლმიდან august rush...
როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, ვგიჟდებოდი... იომაც არ დააყოვნა და საცეკვაოდ გამიწვია... დამავიწყდა მეთქვა რომ მე და იო 3 წელი ერთად დავდიოდით ლათინო ამერიკულ ცეკვებზე ასე რომ კარგად ვცეკვავდით... ჩვენთვის საცეკვაო ადგილი მალე განთავისუფლდა და ჩვენც ჩვენებურად "შევუბერეთ"... არასდროს მიტყდებოდა იოს შეხება ამიტომ დადმული გვქონდა ცეკვა რომელშიც მთელი სული და გული ჩავაქსოვედ ერთ დროს... უცებ იომ მითხრა...
თუ გინდათ რომ გავაგრძელო დააკომენტარეეთ ))
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1001 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-04-08 - 1:41 PM

cry gaaagrdzele

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.