Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მაისი » 2 » იწვნენ მდუმარედ წმინდა ბერები,
0:40 AM
იწვნენ მდუმარედ წმინდა ბერები,
იწვნენ მდუმარედ წმინდა ბერები,
და ფრესკებს ღამის ჩრდილი ფარავდა.
ცას სინანულის ახრჩობს ცრემლები,
მე კი სიჩუმე უფრო მზარავდა...

ისევ მდუმარედ იწვნენ ბერები,
შავი მანტია ტაძარს უვლიდა.
როცა თბილ კედლებს მოვეფერები,
მომეპარება ღამე ზურგიდან...

მანუგეშებდნენ მშვიდი ბერები,
და ბეთანია მარტოსულს გავდა
და სანთლის შუქზე კრთოდენ ფრესკები,
მე უკვდავების შიმშილი მკლავდა.

ვრეკავდი ზარებს სუსტი ხელებით,
და ეს ტკივილი ვინ არ იცოდა.
ჯვარცმულ უფალთან წმინდა ბერები,
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1722 | დაამატა: tristani | რეიტინგი: 4.3/18
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.