Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან
11:16 AM
ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან

ვეთაყვანები მე ამ სიცოცხლეს
რადგან სხვა მეტის არ გამაჩნია,
და სიყვარულის ლამაზმა ფერმა
მგონი მე სიკვდილს გადამაჩვია.

ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია
ამოქარგული შავი წარწერით,
იქ სიყვარული მხოლოდ წერია
არაფერია გადასაწერი.

და უძლური ვარ მე შენს წინაშე
მოხვალ წამიყვან როცა ისურვებ
და ისე იზამ მე დამბრალდება
რომ ამ ქვეყნიდან შენ გამისტუმრე.

ნეტა ვცდებოდე, მაგრამ არ ვცდები
ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია
და ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან
რომ დაბერება არ მიწერია!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 778 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.