იყო!!! - 26 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 5:58 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » იყო!!!
4:01 PM
იყო!!!
იყო სურვილი 
გრძნობა კი არა, 
იყო ტყუილი, 
იყო მიყვარხარ. 
იყო ცრემლები, 
სიცილი იყო 
და ყველაფერი 
ხანმოკლე იყო. 
თითქოს არც იყო, 
იყო კი, არა, 
ცხოვრებამ ისე 
დაგვატრიალა, 
აღარც კი მახსოვს, 
სიმართლე იყო? 
ან როდის იყო, 
იყო? არ იყო? 
იქნებ საერთოდ 
არც კი ყოფილა, 
იქნებ სურვილი 
დაკმაყოფილდა, 
ან ბედისწერის 
ხარვეზი იყო 
ის, რაც ოდესღაც 
ჩვენს შორის იყო. 
იქნებ ნიშანი 
სიმართლე იყო, 
იქნებ საერთოდ 
არ წასულიყო? 
ან ვინც მეგონა, 
ის, სულ არ იყო 
და ბედისწერის 
გზებიც გაიყო.



იყო!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 251 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0