ჰო..ასე იქნება.. - 26 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:52 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » ჰო..ასე იქნება..
3:57 PM
ჰო..ასე იქნება..
იცი?! ეს არაა სრულყოფილი ჩანახატი, უბრალოდ შეიძლება "დღიურის ერთი 

ფურცელი" ეწოდოს, მაგრამ ვწერ მაინც რადგან მე ყველაზე ჯიუტი მწერალი 

ვარ...ბევრი არაფერი გამომდის მაგრამ ვერც წერისთვის დამინებებია თავი... :)იცითი! 

ზოგჯერ სიმშვიდეზე ვოცნებობ..სრულ ჰარმონიაზე..ბედნიერებაზე..ლამაზ 

სიყვარულზე..არა მხოლოდ სიყვარულზე კი არა, საერთოდ ლამაზ გრძნობებზე და 

ურთიერთობებზე...ზოგჯერ მინდა სიყვარული მეც მეწვიოს, რაღაცნაირი..დიდი, 

სრულყოფილი..მაგრამ არა..იცით რა მინდაი მინდა ისე მიყვარდეს რომ..კი არ 

მიყვარდეს ვუყვარდე..გვიყვარდეს..:)) მინდა შემეძლოს მინდორში სირბილი და იმის 

ყვირილი რომ მიყვარს..ან კიდევ დღისით ცისფერ ცაზე ვწერო მისი სახელი თვალებით, 

ღამით კი ვარსკვლავთა შორის ვეძებდე (ეძებდეს) ისეთ თანწყობას რომ მისი (ჩემი) 

სახელის ერთი ასო მაინც აეწყოს.. შემეძლოს ტირილი და სიცილი მის დანახვაზე... 

როცა ქუჩაში შემთხვევით მოკრავ თვალს ..+..=შ და მოგინდება შენც დაწერო..მაგრამ 

არა..ეს "შ"-შეყვარებულები ხომ ვერ გადმოსცემს გრძნობის სინაზეს..გულწრფელობას... 

მე ვიცი რომ ჩემი ოცნება ოცნებისფერია და რომ 20-30 წლის შემდეგ მოსიყვარულე 

ოჯახი და მეუღლე არ მეყოლება..ვიცი მარტო ვიხეტიალებ ქუჩებში..მექნება დიდი 

სახლი, კარგი სამსახური და საკუთარი მანქანა..თუ გამიმართლა შესაძლოა ძაღლი ან 

კატაც ვიყოლიო..სამსახურიდდან დაღლილი დავბრუნდები დიდ და ცარიელ 

სახლში..გასაღებთა ასხმას იატაკზე მოვისვრი და ტელევიზორის წინ 

ჩამომეძინება..ვიცხოვრებ უსაქმური კაცივით მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სახლში..გარეთ 

მე საქმიანი, მკაცრი, თვიდაჯერებული ქალი ვიქნები..ჩემს სიტყვას ექნება 

ფასი...ვიხეტიალებ ქუჩა-ქუჩა,სიგარეტით ხელში და შეყვარებულ წყვილებს სევდიანად 

გავაყოლებ თვალს..თან დამენანება მათი გრძნობა.მე ხომ მეცოდინება რომ მათი 

სიყვარული მალევე დამთავრდება და ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად 

დარჩება...მაგრამ ეს ყოველივე 20 წლის შემდეგ...ახლა კი მე მხოლოდ 17-ის ვარ და 

დიდად არ მადარდებს მომავალში რა იქნება..წინ კიდევ მაქვს 20 წელი..20 წელი ცოტა 

არაა..მინდა ბევრი მოგონება დავაგროვო..ლამაზი და ბედნიერი..ვფიქრობ და გული 

მწყდება რომ მე არასოდეს მეყოლება საყვარელი ადამიანი..განა იმიტომ რომ მე არ 

შემიძლია სიყვარული?! არა, ეს თქვენ არ შეგიძლიათ შემიყვაროთ..იქნებ ასეთ 

გრძნობაზე გულში ყველა კაცი ოცნებობს მაგრამ მაინც ეჭვიან, პრანჭია, 

არარომანტიკულ, კაცის შემოსავალზე შეყვარებულ ქალებს ირჩევენ..მერე წუწუნებენ და 

ოჯახიდან გარბიან..მე შემიძლია მიყვარდეს მთელი არსებით..მას მივუძღვნა ყოველი 

სიტყვა..შემიძლია ადამიანი ღამით გავაღვიძო და ვთხოვო სასეირნოდ გამომყვეს უარის 

მიგებისას კი დილამდე ვიტირო..აან კიდე წვიმაში ვიცეკვი და ვირბინო ხალხით სავსე 

ქუჩაც რომ იყოს მაგრამ ვიცი იტყვიან სირცხვილიაო და მე არ შემიყვარებენ..არ მესმის 

თუ კი ქალს უყვარს და მზადაა კაცს დაუჩოქოს..ღამით სერენადა უმღეროს..ლექსები 

მიუძღვნას,სიყვარული შეჰფიცოს და ყურადღებით გაანებივროს რატომ რიცხავენ მას 

უთავმოყვარეო არარაობად..არადა ვიცი ასე იქნება..ჩემთან არავინ იქნება-

სირცხვილიაო...და მეც..მეც არავის შევიყვარებ..ოცნება ოცნებისფერად დარჩება და მე 

კი 20 წლის მერე ვიცხოვრებ მარტო..წარსულზე ვიფიქრებ და არ დამენანება არც ერთი წუთი....
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 205 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0