Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » ღმერთო,რა ქალია!
1:26 PM
ღმერთო,რა ქალია!


ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე,
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული,
ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 971 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.