Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » ღამდება..
11:00 PM
ღამდება..
ღამდება... მთვარე სისხლის ბურუსში გამოეხვეულა, 
ვიწრო მდინარეს მიუყვება მისი აჩრდილი.
ხელებით უკან... თავდახრილი მიდის ეულად,
უსამართლობამ, ღირსება მისი ძლიერ დაჩრდილა!

ახლა ის უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ოდესმე,
ცხოვრების ბოლოს დარჩა მხოლოდ ნაბიჯი ერთი,
საახსარებოდ დაიჩოქებს ღამის მოლექსე,
ოლარს ჩაიცვამს მომსასმენად უფალი ღმერთი...

და ის დაიწყებს: -ვიცი ღირსი ვარ მე ამ სამარის,
რადგან ვიგრძენი, როგორ ეტკინა ხალხს ბახტრიონი,
მე ვნახე, როგორ მიაბარეს მიწას თამარი
და ისიც ვიცი რას ფიქრობდა გალაკტიონი-

როცა გააღო მან სიკვდილის ცივი სარკმელი.
სამარადჟამოდ მიმაჯაჭვა მაღალ მთაწმინდას.
მას ხომ კიდევ, ბევრი ჰქონდა, ლექსად სათქმელი.
ვხედავდი მის გვამს დედამიწის ქვეშ, როგორ აწვიმდა...

უფალო, გთხოვ რომ მაპატიო, მე ვნახე ჯვარცმა...
ყველზე წმინდა, მტკივნეული რაც კი არსებობს.
იმ დღეს ძე შენი საყვარელი აწამა კაცმა
და იმ დღეს გატყდა პური ჩვენი, პური არსობის...

გთხოვ წამიყვანე... ახლა იცი მიზეზი ამის.
მე აღარ მინდა არც სახელი და არც დიდება,
მერე ადგება თავს მოიკლავს გუშაგი ღამის 
და სამართალი კვლავ დროებით გადაიდება...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 710 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.