გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, - 28 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:50 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
1:05 PM
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, 
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, 
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, 
მერე წავალ და არაფერს გეტყვი. 
გაივლის დრო და მოვა ზამთარი, 
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, 
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, 
ჩემს გასათბობად არავინ მოვა... 
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება 
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", 
შენი თვალები გამახსენდება 
და ისევ ისე დაბერავს ქარი. 
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, 
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, 
ჩავიძირები ისევ ფიქრებში 
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. 
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, 
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, 
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, 
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 167 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0