გახსოვს უფალო? - 23 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:48 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » გახსოვს უფალო?
1:34 PM
გახსოვს უფალო?
გახსოვს უფალო , ჩემი სახლი?(ჩემი კერია)
სულ ,სულ პირველად, რომ მოხვედი ჩემი ფანჯრიდან.
მე გრძნობებს ვხევდი (არასოდეს გამიკერია)
ეს მაშინ იყო , როცა სხივი წამწამს აჭრიდა-

მოხუც ტირიფებს...აღარ მინდა დღეები ვკვეთო,
ყველა საღამო გახდებოდა ისეთი შავი,
რომ შენ ნათელი , აღარ ჩანდი საერთოდ ღმერთო.
და ვერ ვხედავდი ჩემს ქუჩაზე ავლილს და ჩავლილს.

გახსოვს უფალო, ჩემი სახლი ? (ჩემი კერია)
ხანდახან მარტო ვიყავი და მიცქერდა ზეცა.
მე მოგატყუე, ეს ფრთები არ შემიკერია,
სხვა პოეტისგან ნათხოვარი იყო და მეცვა.

ჩვენ ვსაუბრობდით , ვსაუბრობდით ყოველთვის სახლზე.
შენ სულ ცოტახნით იყავი და გაგვყარა მარტმა.
რა მეშველება? დავდივარ და უაზროდ ვამხელ-
ჩემს თავს , რომელიც უსახლოდ და უკაროდ დარჩა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 278 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0