Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » დედას
11:02 PM
დედას

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 819 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.