Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » დედა
12:23 PM
დედა
ამ ნიუსით იმის თქმა მინდა რომ გაუფრთხილდით დედებს და გიყვარდეთ იგი ყველაზე მეტად

როს „არას" ნაცვლად – ამბობდი „ალას",
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას" -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

როცა ბედნიერი ვარ არც მუშაობა შემიძლია და არც წერა (პრინციპში წერაა ჩემი სამუშაო. აბა სხვა რა უნდა აკეთოს დამწყებმა ჟურნალისტმა, რომელსაც კატეგორიულად გადაწყვეტილი აქვს ტელევიზიას და რადიოს არ გაეკაროს) როცა თავს უბედურად ვგრძნობ.. არ ვიცი რა ხდება, თავი უბედურად არასოდეს მიგრძვნია. ბოლოს შევუთანხმდი საკუთარ თავს, რომ ზედმეტი ბედნიერება, ისევე როგორც ზედმეტი გულახდილობა დამღუპველია და წერის სურვილიც დამიბრუნდა. (რამხელა ნიჭია საკუთარ თავთან აფერისტობა რომ შეგიძლია)

თავის მოტყუება

"დედა, თქვენ ყველაფერს აკეთებთ ჩემთვის.. თქვენ იმდენ რამეს აკეთებთ ჩემთვის, რომ მე გასაკეთებელი არაფერი მრჩება და ხანდახან მიკვირს კიდეც საერთოდ რატომ ვარსებობ. საკმარისია რამე მოვინდომო, რომ ყველაფერი მექნება.. არც კი ვიცი საიდან, უბრალოდ მომიტანთ, მიყიდით, გამიკეთებთ.. დედა, არასდროს გიფიქრია, რომ უთქვენოდ მე არაფერი ვარ?”

სწორედ ამ თემაზე კამათით იწყებოდა ერთი სპექტაკლი თავისუფალ თეატრში, რომელიც ამ საკითხზე არ იყო, მაგრამ მთელი სპექტაკლი მარტო პირველ 5 წუთად ღირდა, (დანარჩენ 2 საათს თუ შევაფასებთ, ვფიქრობ სულაც არ უნდა დაედგათ სპექტაკლი. მაგრამ ამაზე მერე). მაშინ ვინატრე, რომ მსოფლიოს ყველა დედები (არა, მსოფლიოს არა, საქართველოს) უნდა მიეწვიათ თავისუფალ თეატრში და სულ 5 წუთით მაინც ეთქვათ მათთვის ის სიმართლე, რასაც საკუთარი შვილები არ ეუბნებიან, ან რასაც საკუთარ შვილებს არ უსმენენ.

"დედა, იცი? მე არაფერი მომივა თუკი ინტერვიუზე ქალაქის მეორე ბოლოში ტაქსით წავალ და არა მამაჩემის მანქანით”

"დედა, იცი? მე არაფერი დამემართება, თუკი ლექციების მერე მეგობრებთან წავალ და სახლში გვიან დავბრუნდები”

"დედა, იცი? მე არ წამომადგება მძინარეს თავზე სერიული მკვლელი, თუკი მეგობართან დავრჩები ღამით. იქ მანიაკები არ ცხოვრობენ. იქ მისი მშობლები ცხოვრობენ.”

"დედა იცი? მე დილის 8ზე არასოდეს ვიღვიძებ, მათ შორის მაშინაც, როცა მეგობართან ვრჩები და შუადღეზე რომ დაიწყო რეკვა მგონი ყველასთვის უკეთესი იქნება”

"დედა, იცი? მე შემიძლია ჩემი ქუჩის ბოლომდე გავაცილო მეგობრები ისე, რომ მერე უკან გზას მოვაგნო”

"დედა, იცი? მე შემიძლია სახლში მარტომ გავათენო ღამე”

"დედა იცი? მე სახლში მაინც მოვალ, შენ რომ არ დამირეკო”

"დედა იცი? მე შემიძლია ბანკში წავიდე და ინტერნეტის ფული გადავიხადო”

"დედა, იცი? დედაჩემი რომ არ იყო, შენ შვილს ვურჩევდი სახლიდან წასულიყო”

"დედა, იცი? მართალია შენი შვილი ვარ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი გამეორება ვიყო”

"დედა, გახსოვს როგორი იყავი 20 წლის წინ?”

"დედა, რამდენი წლის იყავი რომ დაიბადე?

"დედა, იცი? შენ რომ არ მითხრა, მაინც არ დამრჩება სახლში ანთებული გაზის ქურა”

"დედა, იცი? ქუჩაში ფრთხილად მაინც არასოდეს ვარ. იმიტომ რომ საფრთხე რეალურად არ არსებობს”

"დედა, იცი?”

"დედა, საერთოდ იცი რომ გავიზარდე?”

"დედა 20 წელი გავიდა..”

"დედა არასოდეს მიყვარდა სათბურები..”

"დედა, რამე გაწყენინე დაბადებამდე?”

"დედა, რატომ?”

"დედა, მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ”

"დედა, რატომ არ შეგიძლია შენც ასეთი გიყვარდე?”

"დედა, იცი, რომ რასაც გეუბნები მარაზმია?”

"დედა, იცი, რომ ამას მე არ უნდა გეუბნებოდე?”



დედიკოოოოოოოოოო ძააალიან მიყვარხარრრრრრრ


მიყვარხაარრ დეეეეეეეეეე :*
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1201 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.