Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 1 » დაღლილი გოგონა
2:23 PM
დაღლილი გოგონა
შემკულს გამჭვირვალე ყვავილებით,

ხელში მიჭირავს ტკივილის კონა,

სულით მიჭირავს ფიქრები დაღლილები,

გულად მიფეთქავს დაღლილი გოგონა;



გადამექანცა გულში ფიქრჩარგული,

ჩემი ხილვა და ჩემი მხევალი,

ჩემში ჩაქცეული, ჩემში ჩაკარგული,

ჩემი მკვლელი და ჩემი მძევალი...

მოვალე ჩემი და მევალე...

დაუღალავად დავღალე დაღლილმა,

გულად ვაქციე, მაქცია გულად,

დეკემბრის სუსხი ვუთარგმნე აპრილად,

ვუთარგმნე თბილად, ვუთარგმნე გლუვად...



ჩემი საზომი და ასაზომი!..

ჩემი სასწორი და ჩემი წონა!..

ჩემი ცხოვრების ყველა ტომი!..

ჩემი ბატონი და ჩემი მონა!..

ჩემი ერთადერთი სასწაული...

დაღლილი ჩემი გოგონა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 369 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.