დაბადების დღის მისალოცი ლექსები - 25 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 4:06 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » დაბადების დღის მისალოცი ლექსები
11:12 PM
დაბადების დღის მისალოცი ლექსები
ცისარტყელა აკისკისდა,მიებჯინაკლდეს,...
თოლიები ზღვისნაპირზე ნაზად კრავენ წრეს,...
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს,...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს!

***

რამდენი ფოთოლიც დაცვივა,ბებერი ჭადრის ხეს,
რამდენი იაც ამოვა,გაზაფხულის თვეს,
რამდენი ფიფქიც დაადნება კავკასიონის მთებს,
დაესწარი იმდენ ,,დაბადების დღეს,,

–––––––––

მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.

––––––––––––

”დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
სადა, უბრალო სიტყვებით ნათქვამს
ალბათ მიხვდები, ყველაზე კარგად... 

მეგობარს ნამდვილს, მეგობარს უცხოს,
მაგრამ უამრავ ნაცნობზე ახლოს
გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად,
მაისის ფერთაგამებისთანას...

ბედნიერებას-ულევს, უსაზღვროს...
წარმატებების მწვერვალზე ასვლას...
სიყვარულს-სპეტაკს, ერთგულს, წამლეკავს,
ამ გაზაფხულის წვიმების მსგავსად.

ნათელს, უღრუბლოს, თბილს და მხიარულს
აყვავებული ვაშლების მაგვარს...

დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
ვბედავ ვიფიქრო და იმედი მაქვს,
ჩემგან სახსოვრად დაგრჩება მარად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 16724 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.7/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0