ჩემს სამყოფელში - 22 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 6:03 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ჩემს სამყოფელში
2:49 PM
ჩემს სამყოფელში
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე
ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის...

ჩემს სამყოფელში მზე და მთვარე ერთად ანთია,
ჩემს სამყოფელში ყოველდღიურად იცვლებიან წელიწადის დროები,
ჩემს სამყოფელში ყველანაირ აზრს აგათლიან,
თუკი ერთხელაც თქვი რომ შენ ხარ ცოტა პოეტი.
ჩემს სამყოფელში ისმის მუდამ საგალობლები,
მცხოვრებნი ყველას ეძახიან მოდით, ოსანა!
აქ იშლებიან ბარათებად ხმელი ფოთლები,
და თხოვდებიან ვარსკვლავები შეუმოსავად.
აქ ფიქრებს სთესენ გადაღლილი, გლეხი სოფლები
და შემოდგომით მთვარე იღებს ლექსებს მოსავლად
ჩემს თეთრ ბინაში სამი გმირი ღამეებს ათევს,
~პატარა უფლისწული~, `თოლია ჯონათან ლივინგსტონი~ და `ცასწავალა~,
ჩემს სამყოფელში ორი დღის წინ ბაობაბები დარგეს,
და მათ ერთ ღამეში მთვარემ ვარსკვლავების დათვლა ასწავლა.
ჩემს სამყოფელში ხშირად დასეირნობენ ალი და ნინო,
და მერე აქვე წმინდა გრძნობას ერთურთს უხსნიან,
აქ წურავს ლოთი დიონისე ნისლისგან ღვინოს,
ჩემს სამყოფელში, ჩემს ეზოში კარცერ-ლუქსია.

ჩემს სამყოფელში მცხოვრებთ ცასიქითლებსაც გვეძანიან,

ჩემთან ზღვა ღელავს და მოხუციც რაღაცას ეძებს,
და გილგამეშიც სიკვდილს ეძებს და მერე ებრძვის,
აქ ვიიონი, ლორკა, რემბო ყვირიან ლექსებს,
აქ მარცვალივით იკარგება ალალი ლექსი.
აქ მხოლოდ დგამენ ანტიპიესებს,
და იონესკოს აბსურდს ეტრფიან,
აქ არ ამბობენ ხმადაბლა ლექსებს,
ცოფებს ყრიან და ყეფით ყვებიან.
ჩემს სამყოფელში უქმე დღეები შავ-თეთრია,
და ტირის არავინ,
აქ ოცნებები, ნისლებივით იკარგებიან,
ფიქრები კიდევ დღიურს კერავენ.
..........................................................................................
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი.
ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან,
დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა,
წამოდი,
წამო,
წა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 155 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0