Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » ბრძნული გამონათქვამები
0:00 AM
ბრძნული გამონათქვამები

ბრძნული გამონათქვამები




ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია.
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს- მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება
პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.
გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა!
ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...
სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.
თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა
ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.
დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.
ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...
დედამიწას სიყვარული ატრიალებ.
ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე...
დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.
დამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!
კატეგორია: ბრძნული აზრები ♥ | ნანახია: 2856 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.2/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.