Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ბევრს ვეწევი ძალიან
3:01 PM
ბევრს ვეწევი ძალიან
ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
ცარიელი ქალების.
,,დამავიწყდა ხუმრობა
ჩემო,ჩემიანებო!"
და მიხურავ დავიწყე 
ყველას ცხვირწინ კარების.
მარტოობა კარგია---
შენ რომ ხარ და კიდევ შენ,
ეგოიზმს რომ გაცდები
და იმაზე მეტი ხარ.
სიყვარული დარგია
ესთეტიკის კიდეში,
შენ ამ მეცნიერების,
წაკითხული გვერდი ხარ.
ტყუილებით გავსებენ,
შენ ყველასთან რიდით ხარ.
ყველას ზურგი დამშვენდა,
იდეების ხურჯინით.
ხედავ მათთან მსგავსებას,
მათ ფეხებზე ჰკიდიხარ,
ტილოს დაგატარებენ
თმაგაბურძგვნილ ფუნჯივით.
არაფერი,უბრალოდ
ყველაფერი მომბეზრდა.
ჩემთან უერთიერთობას
უკვე ერიდებიან,
ჩემი ლექსიც უკვალოდ
იკარგება ორკესტრთან,
ვგრძნობ,რომ სიყმაწვილეში
მალე მიბერდებიან...
არა!მიყვარს აპრილი,
სკდომა იასამანის,
ჰორიზონტის სიშორე---
საუფლო აგარაკი,
ზღვა თვალტალღადახრილი,
მზის საღამოსაბანი,
ცისთვის შემონახული
სტრიქონების მარაგი.
მიყვარს ლამაზ ქალწულთა
ჩამოშლილი დალალი,
ძმაკაცობის ყვირილი
ჩახლეჩილი ბგერებით.
და მგონია ამ წუთას
დედამიწაც არ არის
ამ ქართული გრიგალის 
სუნთქვის შემაჩერები.
ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ სიმთვრალის ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვცდილობდი,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 985 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.