ბედნიერება - 2 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 4:00 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ბედნიერება
10:48 PM
ბედნიერება
დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!...
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედადღა დავიარები.

ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი!

თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი~?!

ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება - 
მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 181 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0