" არ გაგიკვირდეთ " - 27 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:53 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » " არ გაგიკვირდეთ "
7:20 PM
" არ გაგიკვირდეთ "
თქვენზე ფიქრები ისევ მაწამებს,
ჩნდება წყვდიადის შავი ფარდები.
ანგელოზებმა ცილი დამწამეს,
ქარიშხალს ჰგვანან ჩემი დარდები.

უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს!
დავბორიალობ ბოშა რონინით.
მრავალი ცრემლი ჩამოსკდა წამწამს,
ცით ჩამომწყდარი საფირონივით.

თქვენზე ფიქრები ვერ მოვიშორე,
მიცნობდეთ ყველა მქვია პაულო.
მინდა ცისფერი შევქმნა სიშორე,
სასწაულივით ვისასწაულო!

ქალბატონებო გული მოგპარეთ,
თქვენს სურნელებას მღერის იელი.
ბაგეთა თქვენთა ღვთაებრივ კრთომას,
ვერ შეაფასებს ძეხორციელი.

ნამთვრალევ ღამით გავილეშები
და თვალს მივაპყრობ ძვირფასს საფირონს.
ზურმუხტოვანი არის დღეები,
ზურმუხტოვანი და უნაპირო.

დღეს პოეზიას სისხლის სუნი აქვს,
მოვსულვარ ვნებით, კრული დარდებით.
და ლამაზებო არ გაგიკვირდეთ,
მეოცნებეს თუ შეგიყვარდებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 158 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0