ალბათ ეს ღიმილიც უკვე გასულელდა - 28 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 2:12 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » ალბათ ეს ღიმილიც უკვე გასულელდა
1:02 PM
ალბათ ეს ღიმილიც უკვე გასულელდა
ალბათ გეცინება შენ ჩემს საქციელზე
ალბათ ეს ღიმილიც უკვე გასულელდა
არა ვერ გავიგე მე ამ სიყვარულის
ჩემი თუ ესმოდა ღალატს რას ურევდა.

თუ კი მოლოდინმა ღამე მათევინა,
უკვე არავისგან ვითხოვ შებრალებას
გრძნობა დამანახე სიყვარულით სავსე
თორემ სიძულვილი მე არ მესწავლება.

გული მერყევია ჩემში რომ ბინადრობს
და დღეს ეს ცხოვრება მჩუქნის აპათიებს
მე თუ ვერ გასწავლე რაა ერთგულება
მაშინ ის წუთები პოეტს მაპატიე.

მაშინ გამიხსენე როცა მოგიკვდები
როცა არ ვიქნები უკვე სააქაოს
შესაძლებელია ყველაფერი მორჩეს
მაგრამ ვერ ვიჯერებ გრძნობა დააკავო.

ქარში გამაცილებს ხალხი ცრემლიანი
არა მე ვერ ვიტან მძიმე პანაშვიდებს
და თუ ერთხელ მაინც შენ მე გაგახსენდი
ჯოჯოხეთში ნატანჯს ეგ მე დამამშვიდებს.

ალბათ გეცინება შენ ჩემს საქციელზე
ალბათ ეს ღიმილიც უკვე გასულელდა
არა ვერ გავიგე მე ამ სიყვარულის
ჩემი თუ ესმოდა ღალატს რას ურევდა.
ნიკა კვესელავა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 162 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0