Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » 8 მარტის მილოცვა ქალებისთვის
1:29 PM
8 მარტის მილოცვა ქალებისთვის

***
რვა მარტია მართკუთხეში
მე ვარ მარტო,
მეფერება საფერავი,
მათრობს, მათრობს.
გამოკვირტულ ატმის 
ტოტზე წამოთოვა
მარტმა დარტყმა მომაყენა 
და მეც ვმარტობ.
გამენათევ ვნებას 
ნებავს მოთმინება,
სული ჭურში მიინაბა,
ჭირს მიგნება
თუმცა ზოგჯერ 
წმინდა გრძნობას
ებრძვის გრძნება,
რაც სათნოა
ყოველივე შენ გეძღვნება.
როგორც უწყლოდ 
იები და ენძელები
გული ჭკნება 
უშენობიით ნება-ნება.
თაიგულად გამოგიფრენ 
ფრთიან კოცნას,
ბაგეებზე ფანტელივით
დაგადნება.
განაცვალებ გულს,
ბარტყივით ნაფანცქვალებს
მაფერკმრთალებს როს 
ვერ ვუცქერ მაგ ცელქ თვალებს
ყველაგან ვეძებ,როგორც
მარსი ოქრიოს ვერძებს,
სული გნატრობს
ვით ცა ტატნობს, 
მეტი ვერ ძლებს.
მართკუთხედში მარტონი ვართ 
მე და მარტი,
იადონიც აგალობდა 
ენასხარტი.
შენი ხატი თვალწინ მიდგას,
სიტყვით ვმხატვრობ,
მეც მარტივით გიჟი მჭირს 
და შენა გნატრობ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 2175 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.