♥ ℒℴѵℯ ♥ - 1 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 2:10 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 1 » ♥ ℒℴѵℯ ♥
2:33 PM
♥ ℒℴѵℯ ♥
ჩემი უნდა სათქმელი ვთქვა: 
უთქმელობა არ ივარგებს, ვიცი! 
თუმც თვალები დამებინდა, 
მაინც დავდე ერთგულების ფიცი! 
არ ჩაქრება კელაპტარი, 
სანამ გვარზე იხტუნავებს კვიცი! 
მოვილოცე ღვთის ტაძარი, 
მე გულწრფელი სიყვარული ვიცი! 
გული ღელავს პირველ ყოვლის, 
როს იწყებენ ვარსკვლავები ციმციმს! 
ვდგავარ სვეტად სვეტიცხოვლის, 
კოლხიდელმა თავგანწირვაც იცის! 
რასაც ვამბობ-მართალს ვამბობ, 
არ სჭირდება ამას ფიცი-მტკიცი! 
წვრილმანებზე აღარ ვდარდობ, 
ქართველობამ დაფასებაც იცის! 
დაასველა მიწა წვიმამ, 
თხოთის მთაზე კვლავ ჩამოწვა ნისლი! 
ჩამიქროლა იმ არწივმა - 
ამირანს რომ დაუკორტნა ღვიძლი! 
დამერწმუნე: ეგ სიცოცხლე 
კარგი საქმის საკეთებლად მიღირს! 
ვარ მამულის მეციხოვნე, 
საქართველომ ჩახუტებაც იცის!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 274 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0