♥ ℒℴѵℯ ♥ - 22 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:51 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ♥ ℒℴѵℯ ♥
10:15 PM
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. 
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. 
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს. 
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით 

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი. 
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები. 
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი. 
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები. 

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და 
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო. 
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და 
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო. 

უპატიებელს მპატიობ მუდამ. 
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები. 
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა. 
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 319 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0